BGEO ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ M2 უმსხვილესი ფრანჩაიზული ხელშეკრულება გააფორმა.
შედეგად, კომპანია თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. მშენებლობა 10 ფაზას მოიცავს და მისი დასრულება 4-5 წლის პერიოდში იგეგმება.
„მოხარულები ვართ, რომ M2 განაგრძობს წამატებულად პოზიციონირებას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე“, - ამბობს BGEO-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური.
კომპანიამ ხელშეკრულება Georgian Retail Centers LLC-თან გააფორმა.