პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, კანონში შესული ცვლილებების გათვალისწინებით ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლების ფასები სავარაუდოდ გაზირდება. როგორც მელიქიძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ლაში ფასდადება ბიზნესისთვის დიდი დილემაა.
"ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი იმპორტირებული საქონლით არის გაჯერებული, დეველოპერებიც იმპორტირებული საქონლით ახდენენ სამშენებლო პროექტების განხორციელებას. ფასი შესაძლოა საზღვარგარეთ ტრენდული თვალსაზრისით კონკრეტულად ერთი იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მერყევი ეკონომიკიდან გამომდინარე, ეს ფასი ცვალებადია. ეს ბიზნეს სექტორისთვის ფასის დადების თვალსაზრისით დილემაა და ეს ჩვენი განხილვის თემაც არის. დეველოპერი დღეს კურსით დადგენილ ფასს ვერ დაადებს, რადგან მოლოდინი კურსის აწევა-დაწევისა არაპროგნოზირებადია. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ალბათ რაღაც იქნება შემუშავებული, თუმცა ეს ფასებს გაზრდის. ჩემი მოლოდინით, ახლადაშენებულ კორპუსებზე ფასების ზრდა მოხდება", - განაცხადა მელიქიძემ.