შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა 10 დედაქალაქის რეიტინგის სათავეში მოექცა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევაზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემა The Telegraph აქვეყნებს.
აღნიშნული სიის მეორე პოზიცია ახალი ზელანდიის დედაქალაქს უელინგტონს ერგო, მესამე ადგილზე ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა. სიის მეოთხე პოზიციაზე კანადის დედაქალაქი ოტავა აღმოჩნდა, ხოლო მეხუთე ადგილზე შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგია. ათეულში ასევე ურუგვაის დედაქალაქი მონტევიდეო, ესტონეთის დედაქალაქი ტალინი, ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი, მონაკო და ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი მოხვდნენ.
ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად საუდის არაბეთის ერ-რიადი დასახელდა. ანტირეიტინგში მოხვდნენ ასევე ნიუ-დელი და კატარის დედაქალაქი დოჰა მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა დედაქალაქის სიის გამარჯვებული სტოკჰოლმი, უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტოს Savills მიერ შედგენილ რეიტინგში, მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების სიის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო სათავეში დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენში იყო.