Home
Category
TV Live Menu

"პარლამენტის საქმიანობის ვადები გადასახედია’’

5a0e76142460f
BM.GE
17.11.17 09:37
937
პარლამენტის საქმიანობის რეგლამენტით დადგენილი ვადები გადახედვას საჭიროებს- ეს განცხადება საქმის კურსთან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. რომან კაკულიას თქმით, პარლამენტში უკვე წარდგენილია პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,რომელიც კომიტეტებს საშუალებას მისცემს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც პარლამენტში შევა ოპტიმალური დროის ფარგლებში განიხილონ და კანონპროექტი ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან და ექსპერტთან გაირონ.

„პარლამენტის საქმიანობის რეგლამენტით დადგენილი ვადები, ჩემი აზრით, საჭიროებს გადახედვას სულ მცირე ორი ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტის გამო:პირველი - თითქმის ყველა კანონპროექტი, რომელიც კომიტეტში შემოდის, საჭიროებს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების, პროფესიონალი ადამიანების მაღალ ჩართულობას. საჭიროა მათთან კონსულტაციები, მათი მოსმენა და გადაწყვეტილების შემდეგ მიღება. ამას კი დრო სჭირდება.მეორე - საპარლამენტო მუშაობის გარდა, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულებაც, რაც, სამწუხაროდ, მცირე ვადების გამო, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია. საპარლამენტო ფუნქცია მხოლოდ კანონებზე მუშაობა არ არის. საპარლამენტო ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა პარლამენტარის“-აცხადებს რომან კაკულია.

Subscribe to our news

Get the main news of the day