Home
Category
TV Live Menu

პატრიარქის თანამოსაყდრის ქონება

5a1bcdf52c59b
BM.GE
27.11.17 12:45
818
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარ თანამოსაყდრედ შიო მუჯირი გამოაცხადა. ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი ამჟამად სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.

მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდსა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ძირითადად შუამავალია საპატრიარქოსა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის, როდესაც ხდება საპატრიარქოსთვის მიწის შეწირვა ჩუქება და ა.შ.

რაც შეეხება მის ქონებას, მის სახელზეა რეგისტრირებული 2015 წლის მაისში 596 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა სენაკში. მიტროპოლიტი, ასევე, ფლობდა 402 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას სენაკში, სოფელ თეკლათში, რომელიც 2008 წელს საპატრიარქოს შესწირა.

შიო მუჯირი დაიბდა 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად განამწესეს შიომღვიმის მონასტერში. 1994 წლის 2 იანვარს ბერად აღკვეცეს და სახელად შიო ეწოდა.

მას განათლება აქვს მიღებული როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში:

• თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 

• 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა; 

• 2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად კი სწავლობს მოსკოვის წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში;

• 2006 წელს მან დაამთავრა მოსკოვის წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატი; 

• 2013 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით და ჩააბარა წმ.ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც 2015 წელს დაიცვა დისერტაცია

2010 წლის 15 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ქორეპისკოპოსად.

Subscribe to our news

Get the main news of the day