Home
Category
TV Live Menu

პოლონეთში მდებარე ქართულმა რესტორანმა Rusiko კიდევ ერთი კულინარიული ჯილდო მოიპოვა

58414a1cba3f2
BM.GE
02.12.16 13:52
1205
პოლონეთში მდებარე ქართულმა რესტორანმა Rusiko კიდევ ერთი კულინარიული ჯილდო მოიპოვა. ფრანგულმა გამოცემამ Gault & Millau ქართული რესტორანი 100 საუკეთესოს შორის დაასახელა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული რესტორანი აღნიშნულ კატეგორიაში მოხვდა. როგორც რესტორნის დამფუძნებელმა დავით თურქესტანიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ჯილდო სპეციალურად შეფ-მზარეულებს ენიჭებათ და აღნიშნულ კატეგორიაში შესვლა რესტორნებისთვის დიდი პრესტიჟია.

ფოტო


Subscribe to our news

Get the main news of the day