Home
Category
TV Live Menu

ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8 და 9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

583bfb9545a56
BM.GE
28.11.16 13:26
948
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, ს.ს "საქართველოს რკინიგზა" აწარმოებს ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს. რის გამოც, 8 დეკემბრის დილის 08:00 სთ-დან 9 დეკემბრის საღამოს 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება შემოსავლელ გზაზე, ქალაქის გავლით.

სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე სს „საქართველოს რკინიგზა“-ს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

Subscribe to our news

Get the main news of the day