Home
Category
TV Live Menu

რაჭაში $50 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება

5a6b527a7549f
მარი როჭიკაშვილი
27.01.18 10:05
723
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მდინარე ჯონოულზე "ჯონოული 2 ჰესის" მშენებლობა იგეგმება,- ამის შესახებ Bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

უწყებამ "ჯონოული 2 ჰესის" მშენებლობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით გასული წლის ბოლოს ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა ერთადერთმა კომპანია შპს "ჯონოული 2"-მა მიიღო და შესაბამისად გამარჯვებულად გამოცხადდა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, "ჯონოული 2 ჰესის" დადგმული სიმძლავრე 32.00 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 129.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონი აშშ დოლარია. 

Subscribe to our news

Get the main news of the day