Home
Category
TV Live Menu

რუსეთში Yandex Taxi და Uber ერთიანდება

59f6fbb41e34b
BM.GE
30.10.17 14:13
1027
რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სააგენტო Yandex Taxi-სა და Uber-ის შესაძლო გაერთიანებაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს. სააგენტოს მხრიდან ამ ეტაპზე ბაზრის კვლევის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

ქვეყნის ანტიმონოპოლიური სააგენტოს უფროსი მიიჩნევს, რომ გარგება რუსეთის ბაზარზე მონოპოლიას არ გამოიწვევს, თუმცა სააგენტო გამოსცემს ბრძანებას, რომელიც შეეხება ფასებს, მომსახურებას, ქცევის წესებს და კანონთან შესაბამისობას.

ორი კომპანიის გარიგების დახურვა წლის ბოლოს არის მოსალოდნელი. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ანტიმონოპოლიური სამსახური ორი კომპანიის გაერთანებას პოზიტიურად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ Yandex Taxi და Uber რუსეთსა და რეგიონის ქვეყნებში ბიზნესს აერთიანებენ. სამიზნე ქვეყნებში შედის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო და ყაზახეთი. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული ტაქსის კომპანია და Uber ახალ კომპანიას დააარსებენ, რისთვისაც 325 მილიონი დოლარი დაიხარჯება, საიდანაც Yandex-ის წილი100 მილიონი იქნება, ხოლო Uber-ის 225 მილიონი.

მგზავრებს დამოუკიდებლად შეეძლებათ როგორც Yandex-ის, ასევე Uber-ის ტაქსის გამოძახება, თუმცა მძღოლები საერთო პლატფორმაზე გაერთიანდებიან.
Yandex ტაქსი საქართველოში გასულ წელს შემოვიდა, ხოლო Uber ამ ეტაპზე საქართველოში არ ოპერირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day