საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტი დაინტერესებულია, გააფართოოს საქმიანობა საქართველოში.
მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მისასალმებელია კერძო–საჯარო თანამშრომლობის (PPP) სფეროში IFC-ის ჩართულობა, როგორც ინვესტირების, ასევე ტექნიკური/საკონსულტაციო მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე, რომლის მიზანია ქვეყნის სწრაფი განვითარება, მათ შორის ეკონომიკური ზრდის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ბიზნესის სტიმულირების კუთხით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სივრცითი მოწყობის საკითხებზე და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე.