Home
Category
TV Live Menu

საკონსტიტუციო სასამართლომ დაცვის პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო

58a444e1a3277
BM.GE
15.02.17 16:10
1338
საკონსტიტუციო სასამართლომ დაცვის პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციამ "კონკურენციის დაცვის ცენტრმა" ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა. დაცვის კომპანიები იმ ნორმების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დაცვის პოლიცია კერძო დაცვითი კომპანიების კონტროლს და ამავდროულად, კერძო დაცვით საქმიანობას ახორციელებს. კომპანიები ამბობენ, რომ დაცვის პოლიციის საქმიანობით მათ პრობლემები ექმნებათ და დაცვის პოლიცია ბაზარზე დომინანტურ ადგილზე იმყოფება.

როგორც კონკურენციის დაცვის ცენტრის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან მახარაშვილი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განმარტავს, სასამართლოსთვის მიმართვამდე, კონკურენციის სააგენტომ შესაბამის უწყებებს კანონში ცვლილებების გატარება მოსთხოვა, თუმცა აღნიშნული არ მომხდარა.

ამასთან, როგორც მახარაშვილი განმარტავს, მნიშვნელოვანია რომ მაკონტროლირებელი ორგანო ბაზარზე იყოს დამოუკიდებელი და მას სუბიექტური ინტერესი არ ჰქონდეს.

"დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მივიღწევთ ევროკავშირისკენ, გვაქვს არქაული კანონმდებლობა. გამოდის, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გახლავთ კერძო დაცვითი ორგანიზაციების კონკურენტი, - ანუ იცავს იმავე ტიპის ობიექტებს, რომელსაც იცავს კერძო კომპანიები. მეორეს მხრივ კი ის ახორციელებს მათ კონტროლს და გასცემს მათზე ლიცენზიებს.

ფინანსური სანქციები შეუძლებელს ხდის თავისუფალ გარემოში ფუნქციონირებას", - აცხადებს მახარაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day