Home
Category
TV Live Menu

სამტრედია–გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება

57527aede0091
BM.GE
04.06.16 10:50
1214
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთზე მოძრაობა ზაფხულში გაიხსნება და შესაძლებელი გახდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკევთის დასრულებულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.

სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულეს.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day