'"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, "საქართველოს ბანკი" ცალსახად დაინტერესებულია საპენსიო ფონდის მართვით. ამის შესახებ მან "საქმის კურსის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"ვფიქრობ, ჩვენ გუნდში დიდი გამცოდილებაა როგორც საქართველოში ასევე მის გარეთ ფონდებსი მართვაში",- აცხადებს კახა კიკნაველიძე.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში შეიქმნება საპენსიო ფონდი, სადაც მოსახლეობის მიერ შეტანილი თანხების აკუმულირება მოხდება.