Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ფოსტისა და კატარის ფოსტას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

58aed72319247
BM.GE
23.02.17 16:34
1209
ქალაქ დოჰაში საქართველოს ფოსტისა და კატარის ფოსტას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კატარის ფოსტის დირექტორმა ფალეჰ მოჰამედ ალ ნაემიმ მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე მხარეებმა საფოსტო ბიზნესის სიახლეებზე და ახალი საფოსტო პროდუქტების დასანერგად შესაძლო თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართა ავიაკომპანია კატარის ავიახაზების საფოსტო პროდუქტების მენეჯერთან ბერნდ ფოესტერთან. შეხვედრა ლოგისტიკური სქემის დივერსიფიცირებასა და დაჩქარებულ საფოსტო ოპერაციებს შეეხებოდა.

სამუშაო ვიზიტს კატარის დედაქალაქ დოჰაში საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და მისი პირველი მოადგილე გრიგოლ მატუაშვილი ესწრებიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day