Home
Category
TV Live Menu

საქართველოს რკინიგზა: როდესაც მატარებელი გვირაბში გაივლის ვაშაძემ პირადად უნდა მოიხადოს ბოდიში

576bb3d945614
BM.GE
23.06.16 14:00
1402
სამოქალაქო პლატფორმა - ”ახალი საქართველოს”ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა დღეს გამართუოლ პრეკონფერენციაზე განაცხადა რომ საქართველოს რკინიგზის მიერ შეძენილი ახალი ორსართულიანი მატარებელი არცერთ გვირაბში არ ეტევა.
 
აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ საქართველოს რკინიგზაში. როგორც უწყებაში "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადეს ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შეგნებული ფაქტი და ტყუილი. „როდესაც მატარებელი გვირაბში გაივლის „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ვაშაძემ პირადად უნდა მოიხადოს ბოდიში ტყუილის გავრცელებისთვის და აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა“, - განუცხადეს „ბიზნესკონტაქტს“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ახალი მატარებლები ჯერ საქართველოში შემოყვანილი არც არის. ორსართულიანი მატარებლები ბათუმის მიმართულებით რეისებს ივლისის ბოლოდან შეასრულებენ.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალ მატარებელს არანაირი შეფერხება არ ექნება. უწყება მოუწოდებს სხვადასხვა ორგანიზაციებს თავი შეიკავონ მსგავსი "ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან".

Subscribe to our news

Get the main news of the day