საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოს 699 ათასი აბონენტი შეადგინა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 10.0%-ით (63.8 ათასი აბონენტით) გაიზარდა. ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების სიმკვრივემ მოსახლეობაზე24 19%, ხოლო შინამეურნეობებზე25 63% შეადგინა.
საქართველოში შინამეურნეობების 26.7%-ი 2-10 მბტ/წმ სიჩქარის პაკეტით სარგებლობს, 22.9% კი 10-30 მგბტ/წმ სიჩქარის პაკეტით. დაბალია მაღალი (30 მგბტ/წმ და მეტი) სიჩქარის პაკეტების მოხმარება, რომელთაც ოჯახების მხოლოდ 9.3% მოიხმარს.