Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლიმატია"

5a1e9444af38f
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.17 15:00
914
BGEO ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი გილაური აცხადებს, რომ საქართველოში მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლიმატია. ამის შესახებ მან „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ყველა კომპანიას წარმატებისთვის სჭირდება, რომ რაიმე მიმართულებით იყოს საუკეთესო მსოფლიოში. იგივენაირადაა ქვეყნების მიმართულებითაც, მაგალითად, გერმანია საუკეთესოა წარმოებაში, შვეიცარია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა ფინანსური მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია ბიზნესისთვის. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი ჯგუფის ოპტიმიზმი, რადგან გვჯერა, საქართველოში მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლიმატია. მსოფლიო ბანკის რეიტინგი ამის დასტურია. ვფიქრობ, ძალიან მალე პირველები ვიქნებით",- აცხადებს გილაური.

Subscribe to our news

Get the main news of the day