Home
Category
TV Live Menu

სასამართლომ Johnson & Johnson-ს სიმსივნით დაავადებული ქალისთვის $110 მილიონის გადახდა დააკისრა

590ed37d04ed0
BM.GE
07.05.17 12:00
976
მისურის შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰოლდინგურ კომპანიას Johnson & Johnson ქალბატონისთვის 110 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა, რომელიც კომპანიის პროდუქციის გამოყენების შემდეგ სიმსივნით დაავადდა.

Reuters- ის ინფორმაციით, ვირჯინიის შტატის მკვიდრი ქალბატონი 40 წლის განმავლობაში Johnson & Johnson-ის პროდუქტით (ფხვნილით) სარგებლობდა და 2012 წელს მას სიმსივნე აღმოაჩნდა.

ეს კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პირველი სარჩელი არ არის. გასული წლის თებერვალში სასამართლომ კომპანიას სიმსივნით გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის 72 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. რამდენიმე თვის შემდეგ ჰოლდინგს კვლავ დაეკისრა ონკოლოგიურად დაავადებულისთვის 55 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day