Home
Category
TV Live Menu

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ბათუმში აჭარის პალატის საქმიანობის შედეგებს გაეცნო

5786359bdc01c
BM.GE
13.07.16 16:34
1299
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში იმყოფებოდა. ნინო ჩიქოვანმა პალატის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აჭარის პალატის თავმჯდომარისგან- თამაზ თურმანიძისგან მოისმინა. საუბარი შეეხო აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გეგმებსა და პრობლემებს, ასევე მიმდინარე პროექტებსა და აჭარის პალატის წევრი ორგანიზაციების საქმიანობას.
 
შეხვედრისას მხარეებმა ურთიერთმხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს და სავარაუდო საერთო პროექტების შესახებ იმსჯელეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმმა აჭარის პალატის წევრი ორგანიზაციებიც დაათვალიერა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ამ ეტაპზე ხუთი წევრი ორგანიზაცია ჰყავს- - „ასსპა-სთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი“, „მედიაციის ცენტრი“, შპს“ბიო ასსპა“, შპს. „საარბიტრაჟო ლაბორატორია“ და შპს. „ექსპო-ბათუმი“, რომლებიც ბიზნეს-სექტორს სხვა და სხვა სერვისებს სთავაზობენ. ვიზიტის ბოლოს შედგა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს აჭარის პალატის წევრმა ორგანიზაციებმა და ბიზნეს-ასოციაციებმა საკუთარი საქმიანობა და ხედვები გააცნეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day