Home
Category
TV Live Menu

სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში შეხვედრებს მართავს

57bc53a839839
BM.GE
23.08.16 17:43
1143
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომელიც პირველი ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
 
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური პოლიტიკის საკითხები, ინსტიტუციური და საგადასახადო რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში.
შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც მთავრობის მიერ დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველყოფის მიმართულებით.

"ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას. მან იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის თბილისში დაგეგმილი შეხვედრები ნაყოფიერი იქნება და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კვლავ გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ფონდში იმუშაოს საქართველოს საკითხებზე და ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ქვეყნისთვის სასარგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო", - განმარტავენ სამინისტროში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day