Home
Category
TV Live Menu

შაორზე ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

5763e68659a29
BM.GE
17.06.16 15:59
1291
რაჭაში შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც კომპანია "ჯეოტექინვესტი” ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი სასტუმრო, 24 ნომრით, რესტორნითა და საკონფერენციო დარბაზით, ფუნქციონირებას 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს და მის მშენებლობაზე 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
 
16 ივნისს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის მოადგილეებთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და კომპანია "ჯეოტექინვესტის” ხელმძღვანელებთან ერთად ახალი სასტუმრო კოპლექსის ფუნდამეტის ჩაყრას დაესწრო.

Subscribe to our news

Get the main news of the day