Home
Category
TV Live Menu

" სილქნეტისა და ჯეოსელის გარიგებაზე სახელმწიფომ უარი უნდა თქვას" - გერმანული კომპანია "ნიუტელკო"

BM.GE
02.02.18 17:26
1498
ვორქშოფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომის გაზრდას მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართა და რომელიც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებს ეხებოდა, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტიც მოხვდა, რომელიც 2 წლის წინ თავად საქართველოს პრემიერმინისტრმა დააანონსა. მაშინ ითქვა, რომ აღნიშნულ პროექტს ფონდი ქართუ და ბიძინა ივანიშვილი 100 მილიონი დოლარით დააფინანსებდა. პროქტის განხორციელების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ექნება. მას სათავეში სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტი“ უდგას. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ნინო ქუბინიძე „ანალიტიკასთან“ აცხადებს, პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის 70%-ის ინტერნეტიზაცია. სახელმწიფო რამდენიმე კვირაში შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც ყველგან, სადაც მოსახლეობის რიცხვი ორას მოსახლეს აღემატება ინტერნეტს შეიყვანს. პროექტი ითვალისწინებს ინტერნეტის ვაუჩერების გაცემას მცირე მეწარმეებისა და მოსახლეობისთვისაც.

Subscribe to our news

Get the main news of the day