Home
Category
TV Live Menu

სინგაპურულმა სტარტაპმა ჟურნალ Rolling Stone-ის 49% იყიდა

57e921ecea989
BM.GE
26.09.16 17:22
1125
სინგაპურულმა სტარტაპმა BandLab Technologies ამერიკული ჟურნალის Rolling Stone 49% შეიძინა, - წერს Financial Times. გარიგების თანხა არ დასახელებულა. არსებული ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ინვესტორმა ჟურნალის ბეჭდვითი და ციფრული აქტივების წილი მიიღო, მაგრამ ის სარედაქციო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. გარდა ამისა, გარიგება მას ჟურნალის გამომცემელზე კომპანია Wenner Media-ზე საკუთრების უფლებას არ აძლევს.

გარიგების შედეგად, სინგაპურში ჩამოყალიბდება შვილობილი კომპანია, რომელიც ორიენტირებული იქნება მარკეტინგის საკითხებზე. ამჟამად, ჟურნალ Rolling Stone აუდიტორია 65 მილიონ ადამიანს შეადგენს და მათი უმრავლესობა ჟურნალის ციფრულ ვერსისას კითხულობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day