სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, შინაარსის გარდა, ცვლილებები შეეხო სახელმძღვანელოების წონასაც. პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს სექტემბერში ახალი, უფრო მსუბუქი სასკოლო წიგნები დაურიგდებათ.
„სახელმძღვანელოები ბავშვისთვის ტვირთს არ უნდა წარმოადგენდეს. ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი. სექტემბრიდან სერიოზულად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები შევა სკოლებში.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, ერთ წელში გამოცხადდება გრიფირების პროცესი მეშვიდე-მეცხრე კლასების სახელმძღვანელოებზე. ხოლო ორი წლის შემდეგ შეიცვლება მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების სახელმძღვანელოებიც.