SOCAR საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს. საუბარია "სახემწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს Socar Georgia Investment-ისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" განკარგულებაში ცვლილებებზე.
ახალი ვალდებულებით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე, SOCAR-ი წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ქარხანას ააშენებს. ქარხნის მშენებლობა 2017 წლის პირველ სექტემბრამდე დაიწყება. პროექტში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ქარხანა წარმოებას 2020 წლის 30 აპრილამდე დაიწყებს.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მინიმუმ 10 წლით, წარმოებული საწვავის 10% შეთავაზებული იქნება საქართველოს მთავრობისთვის, ფასდაკლებით. დასაქმებულთა 70% კი საქართველოს მოქალაქე იქნება.