Home
Category
TV Live Menu

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად გიორგი ჩხეიძე, რევაზ ასათიანი და გიორგი ხანიშვილი დაინიშნენ

5846b8b1e34f3
BM.GE
06.12.16 17:10
1491
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად 2016 წლის 30 ნოემბრიდან გიორგი ჩხეიძე, ხოლო 2016 წლის 5 დეკემბრიდან რევაზ ასათიანი და გიორგი ხანიშვილი დაინიშნენ.

მოადგილეების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.

გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი იყო.

გიორგი ჩხეიძეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

რევაზ ასათიანი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს ხელმძღვანელობდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას ნოდარ კერესელიძე იკავებს. ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა იური ნოზაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day