Home
Category
TV Live Menu

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო Hilton Garden მომავალ წელს გაიხსნება

58174186e8344
BM.GE
31.10.16 17:04
1363
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინი“ მომავალ წელს გაიხსნება. ამის შესხაებ „ბიზნესკონტარქტის“ პირდაპირ ეთერში ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს გახსნამ დაახლოებით ერთი წლით დააგვიანა, მუშაობა ამ პროექტზე არ შეჩერებულა.

Hilton Garden inn.-ს ლაშა პაპაშვილი EBRD–ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14–სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული ვაკეში უკვე მიმდინარეობს.

სასტუმრო საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day