პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, უცხოელი ფერმერის მიერ საქართველოში მიწის შესყიდვა ინვესტიციად არ უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ მან "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა.
"ზოგადად ჩემი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა უცხოელების მხრიდან არ უნდა ჩაითვალოს ინვესტიციად და ზოგადად ინვესტიციის დეფინიცია უნდა იყოს იმგვარად, რომ თუ მაგალითად ამუშავებს ქართველი ფერმერი და ის იყიდა უცხოელმა ფერმერმა, ეს არ უნდა იყოს აღქმული როგორც, ქვეყანაში შემოსული ახალი ინვესტიცია, იმიტომ, რომ ერთიდაიგივე საქმიანობის სფეროა. ქართველი დაამუშავებს მიწას თუ უცხოელი და მესაკუთრე ვინ იქნება, ეს არ არის ახალი ინვესტიცია“,- აცხადებს ირაკლი შიოლაშვილი.