Home
Category
TV Live Menu

ვასილ სოფრომაძე ყოფილ თანამშრომლებს ბრალდებების სასამართლოს გზით დამტკიცებას სთხოვს

58aad63548bd6
ელენე ჩომახიძე
20.02.17 15:41
1341
"ბინძური კაპიტალისტი" - ასე მოიხსენიებდნენ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფრესკოს ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები სუპერმარკეტის დამფუძნებელს ვასილ სოფრომაძეს. შეხვედრამ, რომელიც დამფუძნებელმა ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიების მოსასმენად და ამ პრეტენზიებზე პასუხების გასაცემად გამართა, საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა. გაჟღერდა არაერთი ბრალდება სუპერმარკეტის მესვეურისა და მენეჯმენტის მიმართ. ზეგანაკვეთური მუშაობისსთვის გადახდილი დაბალი ანაზღაურება, თანამშრომლების ფუნქციების არასწორი გადანაწილება, არაადექვატური ჯარიმები და კიდევ მრავალი სხვა ბრალდება გაჟღერდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ამ ბრალდებების სინამდვილესთან შესაბამისობას ვასილ სოფრომაძე თითქმის ორი საათი უარყოფდა, მისი განმარტებით ბორდის წევრები და მენეჯმენტის წამროამდგენლები ფრესკოში დასაქმებულებთან სისტემატიურად ატარებდნენ შეხვედრებს. ფრენსკოს დამფუძნებელი დარწმუნებულია რომ ბოლოდროინდელი პროცესები გარედან არის მართული და დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.

პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ხმაური აუდიტორია 115-ს ერთერთი წევრის გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც აქტიურ პოლემიკაში ჩაერთო ვასილ სოფრომაძეს.
პრესკონფერენცია რომელიც თითქმის ორი საათი გრძელდებოდა ორივე მხარემ საბოლოოდ მაინც ბევრი კითხვის დასმის გარეშე დატოვა. ვასილ სოფრომაძემ ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდა თავიანთი ბრალდებები სასამართლო გზით დაემტკიცებინათ და ასე დატოვა შეხვედრა. რაც შეეხებათ ფრესკოს ყოფილ თანამშრომლებს ჩვენთვის უცნობია თუ რას აპირებენ ისინი მომავალში, ამა თემაზე საუბარი მათ დღეს არ ისურვეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day