Home
Category
TV Live Menu

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

59097a5e6e5ca
BM.GE
03.05.17 10:35
808
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთიერმტკიცებულების სახით ამოიღო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე - 2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7- დან 10 წლამდე.

Subscribe to our news

Get the main news of the day