საქართველოს მთავრობამ ფიზიკურ პირს, ალექსანდრე ხარებავას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოდიშში მდებარე სასოფლო–სამეურნეო (სახნავი) მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.
ხელშეკრულების მიხედვით, 86 355 კვ.მ სასოფლო მიწაში ალექსანდრე ხარებავამ 43 180 ლარი, ერთ თვეში უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, მყიდველს ვალდებულებად განესაზღვრა, რომ 2 წლის ვადაში შესყიდული მიწის არანაკლებ 80% ფართობზე მრავალწლიანი ნარგავები გააშენოს.