1 328 000 ლარად გაყიდულ ობიექტზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს.
• ახალ უნივერსიტეტში განთავსდება რამოდენიმე სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი, ბიზნეს აქსელატორი, ლაბორატორიები, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლიტერატურის მაღაზია, საცურაო აუზი, სპორტული და რეკრეაციული მოედნები.
• აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედებს ხუთი ფალკუტეტი და ხორციელდება შვიდი საბაკალავრო, შვიდი სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა. ამჟამად უნივერსიეტში 1000-მდე სტუდენტი ირიცხება. უნივერსიტეტი სამომავლოდ აგრო-მენეჯმენტის მიმართულებით გეგმავს აგროტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური პროექტების დანერგვას.