Home
Category
TV Live Menu
Loading data...

1 ივლისიდან GMP სტანდარტი ძალაში შედის - არის თუ არა მზად ბიზნესი?

BM.GE
29.06.22 16:52
246
მოქალაქეებისთვის მედიაკმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად ჯანადაცვის სამინისტრო მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხობრივ მოთხოვნებსაც ამკაცრებს. ამ მიზნით ქვეყანაში GMP და GDP სტანდარტების დანერგვა სავალდებულო ხდება. ფარმაცევტულმა საწარმოებმა და დისტრიბუტორებმა ხარისხის სტანდარტზე გადასვლა ეტაპობრივად, მიმდინარე წლის იმ კონკრეტულ თვემდე უნდა შეძლონ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა, დამატებითი შეღავათი არის განსაზღვრული იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ მიღებული. მათ ხარისხის სერტიფიკატის მოსაპოვებლად ვადა ხვალ ეწურებათ. 

აღსანიშნია, რომ GMP სერტიფიკატს საქართველოში ამ ეტაპზე 2 ფარმაცევტული საწარმო ფლობს. ეს არის ‘ავერსი ფარმა” და “ჯი ემ ფარმა”. კომპანიებს, რომელთაც ბაზარზე ოპერირების გაგრძელება სურთ, ახალ სტანდარტებზე წლის ბოლომდე უნდა გადაეწყონ. შეღავათი მხოლოდ იმ ფარმაკომპანიებს შეეხებათ, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ. ასეთ კომპანიებს უფლება აქვთ ექსპორტის პროცედურა 2025 წლამდე GMP სერტიფიკატის გარეშე განახორციელონ. ბაზარზე მოქმედი 50-სზე მეტი საწარმოდან, ვინ არის მზად და ვინ არა რეგულაციების აღსასრულებლად?



Subscribe to our news

Get the main news of the day