1 მარტიდან დღემდე სრულად შეჩერდა 700-ზე მეტი კომპანია და 1600-მა კომპანიამ დროებით საქმიანობა შეაჩერა, ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია საინფორმაციო პორტალ ბიას გაყიდვებისა და ბიზნეს ინფორმაციის დამუშავების სამსახურის ხელმძღვანელმა მიაწოდა. დროებით ან სრულად შეჩერების გადაწყვეტილება, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სარესტორნე მიმართულებით მომუშავე კომპანიებმა მიიღეს. რა მოლოდინები აქვთ ბიზნეს სუბიეტებს და რაზე აკეთებენ დღეს ისინი გათვლას?