Home
Category
TV Live Menu

10 აგვისტოს ჩათვლით, ბუნებრივი აირის ტრანზიტი სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეწყდება

5783b20496c4e
BM.GE
11.07.16 18:47
979
10 ივლისიდან დაიწყო „ყაზახ-საგურამოს“ სატრანზიტო DN-1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს მწყობრიდან გამოსული N303-ე და N304-ე საონკანო კვანძების ახლით შეცვლას, სავარაუდო გამჭოლი კოროზიული ხვრელებისა და საიზოლაციო საფარის აღდგენას, ასევე ბაქო-თბილისის სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას. საქართველოს გაზუსა და ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სრულად შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რაც შეთანხმებულია როგორც სომხეთის რესპუბლიკასთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან.
 
უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ერთი-ორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგი.

Subscribe to our news

Get the main news of the day