10 კომპანია, რომელიც ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე მეტ რეკლამას ათავსებს
BM.GE
16.06.17 10:11
• 984
"აიფიემ კვლევების" მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სატელევიზიო რეკლამის განთავსებით, კომპანია „პროქტერ&გემბელი“ 8927 კომერციული და სასპონსორო რგოლით ლიდერობს.
კომპანია "პსპ" 7707 რგოლით და კომპანია „ნესტლე“ 4802 რგოლით აქტიურობენ.
რაც შეეხება აღნიშნული კომპანიების წილს მთლიან სარეკლამო ბადეში, - ყველაზე მეტი 3% ნესტლეს უჭირავს. რეკლამის 10 ყველაზე მსხვილ განმთავსებელს კი მთლიანი მოცულობის 26% უკავია.