Home
Category
TV Live Menu

10 კომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

57d275403370f
BM.GE
09.09.16 12:35
1267
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის II კვარტალში 445 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 პროცენტით მეტია 2015 წლის II კვარტალის წინასწარ და 4 პროცენტით ნაკლები იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 834 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, საიდანაც 146 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო, საიდანაც 64 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 36 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩინეთიდან. ასევე მთავარი ინვესტორი ქვეყნების ხუთეულში არიან თურქეთი და პანამა.

რაც შეეხება საქართველოს ინვესტორ კომპანიებს,-  კომპანიების ტოპ ათეული, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს შემდეგია:

1. აიდიეს ბორჯომი
2. შპს მაგთიკომი
3. შპს ბურჯი
4. სს ენერგო-პრო ჯორჯია
5. შპს ტავ ურბან საქართველო
6. შპს ჯინო პარკი
7. სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
8. სს ჰუმანითი ჯორჯია
9. შპს ბლექ სი არენა
10. BP Group

Subscribe to our news

Get the main news of the day