Home
Category
TV Live Menu

10 მხატვრული ნოველა, სტენფორდის უნივერსიტეტისგან, რომელიც უკეთეს ლიდერად გაქცევთ

5733744e7e983
BM.GE
11.05.16 22:02
1494
გამოცემა Businessinsider იმ 10 კლასიკური ნოველის სიას აქვეყნებს, რომლის წაკითხვასაც სტენფორდის უნივერსიტეტი ლიდერობის მსურველებს ურჩევს. უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორი აღნიშნავს, რომ ტრადიციულ წიგნებში, რომელიც ლიდერობას, მენეჯმენტსა და კარიერას ეხება, ყველა იმ თვისების ამოკითხვა შეუძლებელია, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება. მისი თქმით, ბევრი რამის სწავლა მხატვრული ლიტერატურიდანაც შეიძლება. წიგნები, რომლის წაკითხვასაც ის გირჩევთ შემდეგია:
 
1. დიდი გეტსბი - სკოტ ფიცჯერალდის წიგნს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი "ამერიკულ ოცნებას" უწოდებს. "გეტსბი იდეალიზმით ცხოვრობს, წიგნი გვაჩვენებს თუ როგორ მოახერხა ერთმა ბიჭმა საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმაცია, ისე როგორც ამას ბევრი ვერ შეძლებდა“, - წერს გამოცემა.

2. ზიდჰარტა - ჰერმან ჰესეს ნოველამ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

3. უცნობი - ალბერტ კამიუ.

4. ფილიპ როთი - ამერიკკული ტრილოგია - "წიგნი მშევენიერი პასუხია იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა პირად ამბიციებსა და სოციალურ ცნობიერებას შორის", - წერს მაკლენანი.

5. კაზუო იშიგუროს წიგნი სახელწოდებით "დღის ნარჩენები". სტენფორდის პროფესორი წერს, რომ წიგნი მოიცავს კვლევას დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიცაზიებს შორის, რაც მკითხველს ეხმარება ლიდერობის ეთიკას გლობალურად დაეუფლოს.

6. ართურ მილერი, "გამყიდველის სიკვდილი", - მაკლენანი აღნიშნულ წიგნსაც "ამერიკულ ოცნებას" უწოდებს და ამბობს, რომ ის სავსეა გაკვეთილებით, რომლებიც ზრდის ნდობას საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ.

7. სკოტ ფიცჯერალდის კიდევ ერთი წიგნი სახელწოდებით "უკანასკნელი მაგნატი" ჰოლივუდში მოღვაწე ბიზნესმენის ისტორიას მოგვითხრობს.

8. არტურ მილერი "ყველა ჩემი შვილი".

9. ნაჯიბ მაჰფუზის რომანი სახელწოდებით "მირამარი" - წიგნი მოგვითხორბს ქალის ისტორიას, რომელიც საკუთარ ოჯახს გაექცევა და და მუშაობას პატარა სასტუმროში დაიწყებს.

10. ჩინუა აჩებე - ნიგერიელი მწერლის ნოველა რეიტინგის მეათე ადგილზე მოხვდა. "დასავლური ბიზნესის და წესების გავლენა ტრადიციულ აფრიკულ საზოგადოებაში - ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვა ერთნაირად შეიძლება, როგორც 16 ასევე 26 და 36 წლის ასაკში“, - ამბობს მაკლენანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day