Home
Category
TV Live Menu

10 ქვეყანა, სადაც დასაქმებულები ყველაზე ბედნიერები არიან

56d182333e352
BM.GE
27.02.16 14:52
1202
ბელგიაში დასაქმებულები ყველაზე ბედნიერები არიან, - Universum-ის "დასაქმებულების ბედნიერების გლობალური იდექსის" მიხედვით, ბელგიაში დასაქმებულების კმაყოფილების დონე ყველაზე მაღალია.
 
კვლევითმა ცენტრმა რეიტინგის შედგენისთვის, 55 ქვეყნის მონაცემები შეაგროვა, კერძოდ, გამოიკითხა 250 000-მდე დასაქმებული. კვლევისას რამდენიმე მონაცემის შედარება მოხდა, მათ შორის: რამდენ ხანს რჩება დასაქმებული ერთ სამუშაო ადგილზე, რა რეკომენდაციას გაუწევდა საკუთარ სამსახურს და კიდევ რამდენ ხანს ისურვებდა აღნიშნულ სამუშაო ადგილზე დარჩენას.

ბელგიის შემდეგ, ყველაზე ბედნიერი დასაქმებულები ნორვეგიაში აღმოჩნდნენ. მესამე ადგილს კოსტა რიკა იკავებს, ხუთეულში შედიან დანია და სამხრეთ აფრიკაც.
რეიტინგში მოხვდა რუსეთიც, რომელიც მეათე ადგილზეა. რუსეთი რეიტინგში ჩეხეთს, საბერძნეთს, შვეიცარიასა და ავსტრიას უსწრებს.

ყველაზე ცუდი შედეგები მოროკომ, ნიგერიამ და იაპონიამ აჩვენეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day