Home
Category
TV Live Menu

10 ყველაზე პოპულარული ავტომობილი საქართველოში

575973cd9536e
BM.GE
09.06.16 17:43
1466
ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, ზრდის მაჩვენებელმა 2015 წელს 8.23% შეადგინა.
 
ავტოპარკის 81%-ს მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (29%) და თეთრი (16%) ფერისაა.

სამგზავრო ავტომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში 4,8%-ია, ხოლო სატვირთოების - 8,7%.

ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2006 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,4%-ს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES BENC-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ნისანის (43%–ით) და სუბარუს (42%–ით) რაოდენობები.

მოდელებიდან ლიდერობენ OPEL ASTRA და MERCEDES BENZ E, რომლებსაც მოსდევს OPEL VECTRA და MERCEDES BENZ C.



Subscribe to our news

Get the main news of the day