Home
Category
TV Live Menu

"100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ჯარიმების რაოდენობა შემცირდა"

595c990e3e8f1
თათია ჩაფიჩაძე
05.07.17 11:44
1017
100 ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ჯარიმების რაოდენობა შემცირდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 1 ივლისს მთელი საქართელოს მასშტაბით, პატრულ-ინსპექტორების მიერ სულ 2 805 საჯარიმო კანონდარღვევა დაფიქსირდა, რაც გასული კვირის ანალოგიურ დღესთან შედარებით, 280 საჯარო ქვითრით ნაკლებია.
„პატრულ-ინსპექტორების მიერ 1 ივლისს სულ 2 805 საჯარიმო კანონდარღვევა დაფიქსირდა. ამ ციფრს თუ შევადარებთ 1 კვირის წინანდელ მონაცემებს, ანუ 24 ივლისს, სახეზეა 280 საჯარო ქვითრით ნაკლები. ანუ რეალურად ცვლილებების ამოქმედებისთანავე ჯარიმების რაოდნეობამ იკლო. რაც შეეხება 3 ივლისს, წინა ერთი კვირის მონაცემებთან შედარებითსახეზეა 943 ადმინისტრაციული ჯარიმით ნაკლები.

1 ივლისს 100 ქულიანი სისტემით 1 331 მოქალაქე დაჯარიმდა. ჯარიმები უმეტესად სიჩქარის გადაჭარბების, ღერძულა ხაზის გადაკვეთის, ღვედის გამოუყენებლობისა და მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო დაიწერა. რაც შეეხება ჯამურ სტატისტიკას, ამ დროისთვის მონაცემები მუშავდება და დაინტერესების შემთხვევაში საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან ტატუაშვილმა.

100 ქულიან სისტემასთან ერთად, 1 ივლისიდან ასევე ამოქმედდა უკონტაქტო პატრულიც. ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით უკონტაქტო პატრული ინსპექტირებას სამ ლოკაციაზე ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day