109-ე საჯარო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში განახლდა. ბაღების მართვის სააგენტომ ბაღის ხელმძღვანელობასთან, მშობლების ჩართულობითა და კომპანიის მხარდაჭერით ბაღის კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსების ძირითადი სამუშაოები უკვე დაასრულეს. 700-მდე აღსაზრდელს გუშინ საზეიმო მიღებაც მოუწყეს.