Home
Category
TV Live Menu

"11 ივნისამდე "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი სამოქმედო გეგმას წარმოგვიდგენს"

592945fc9d55b
BM.GE
27.05.17 15:00
868
გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა „საქმიანი დილას“ ეთერში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ ისაუბრა და განაცხდა, რომ მიუხედავად არსებული დარღვევებისა, კომპანიას ლიცენზია არ ჩამოართვეს და აქციონერთა ინტერესები არ შეულახავთ. მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტთან მის უწყებას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა კომუნიკაცია

-ბატონო გიგლა, როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტური და ადეკვატურია კომპანიისთვის დაწესებული ჯარიმები?

-საქმე ის არის, რომ ზარალი, რომელიც მიყენებულია ’’ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოზე, დათვლილია იმ ნორმატიული ფორმულების შესაბამისად, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ეს ფორმულა აქმდეც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს და ’’ჯორჯია მანგანეზს“ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში გაფრქვევებს ახდენს, გაფრქვევების გეგმას სამინისტროსთან ათანხმებს და ამავე დროს, ამ პროცესში აუცილებლად მუშაობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიზე. თუ დაინტერესებულხართ ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი აქვს თუ არა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და თუ არ აქვს წარმოდგენილი, ხომ არ არის ყველა ის გაფრქვევა, რომელიც იქ დღესაც მიდმინარეობს უკანონო? იქ რამდენიმე საკითხი იყო სადავო და ორი წლის განმავლობაში ჩემი კომუნიკაციის დროს მთავარი მესიჯი ის იყო, რომ სადავო ხდება არა ის, რომ კომპანიამ გარემოს ზიანი მიაყენა, არამედ სადავო ხდება მოცულობა და ღირებულების ფორმულა. ჯარიმა დიდი არ არის, რადგან რამდენჯერმე დაწესდა. თავიდან 5 ათასი ლარი იყო, შემდეგ 15 ათასი და 45 ათას ლარამდე გაიზარდა. მთავარი სადავო საკითხი მიყენებული ზიანის ოდენობაა და ის ფორმულა, რომელიც ჩვენ მოქმედი ნორმატიული ფორმულით დავთვალეთ.თვითნებურები ვერ ვიქნებოდით და ჩვენი ნება-სურვილით, სუბიექტურად ვერ შევაფასებდით ამ ყველაფერს. ჩვენმა სპეციალისტებმა ნახეს პარამეტრები სიგრძე-სიმაღლე, წონა, გაფრქვევის მოცულობა და მათზე დაყრდნობით დაიანგარიშეს, რაც ძალიან მარტივია. როდესაც ამ საკითხზე ვდაობდით, ჩემი შეთავაზება მენეჯმენტის მიმარ ყოველთვის იყო ასეთი - საკითხი, სანამ სასამართლოშია, მხარეებს ძალიან კარგი ლეგალური შესაძლებლობა აქვთ, რომ შეთანხმდნენ. თუ თვლიან, რომ 300 მილიონი დარიცხული ზიანისთვის ბევრია, მაშინ გვითხრან რამდენია ადეკვატური. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ჭიათურაში მქონდა მაშინდელ მენეჯმენტთან და საჯაროდ დავდეთ პირობა. სამწუხაროდ, ისინი ელემენტარულ სავალდებულო პირობებეს არ ასრულებენ.

-გამოდის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თქვენს ნაწილს "ჯორჯიან მანგანეზმა“ იგნორი გაუკეთა?

-არ ვიცი, შეიძლება ასეც და თავხედობაც დავარქვათ. ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა თემებია. მათ ჩვენგან 17 ჰექტარი ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გადაცემა მოითხოვეს. მოთხოვნის შესაბამისად, ტყის მონაკვეთის შესასწავლად ჩვენი სპეციალისტები ადგილზე ჩავიდნენ. წესით თუ ნებართვას მივცემთ მოჭრილი ხე ეროვნულ სატყეო სააგენტოს უნდა გადაეცეს და გამოყენებული იქნას სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური საქმიანობისთვის. თუ იქ წითელი ნუსხის ხეები 50%-ზე მეტია, მაშინ კანონში პირდაპირ წერია, რომ იქ სამთომოპოვების წარმოება არ შეიძლება. როდესაც ჩვენები ადგილზე ჩავიდნენ 17 ჰექტარიდან 7 ჰექტარი არა თუ მოჭრილი, არამედ დიდი ბულდოზერებით ძირფესვიანად გადათხრილი და მიწაში აზელილი დახვდათ. ეს ასწლიანი წაბლის ხეები იყო. ჩვენ დიდი და სტრატეგიული გზა გქვონდა თმენის, რომ ეკონომიკური ფაქტორი გაგვეთვალისწინებინა, რადგან ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ეს თემაა. სოციალური ფაქტორიც არის, ბევრი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს ხომ გარემოს დაცვითი ფაქტორის და ჩენი ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს? კომპანიის მენეჯმენტთან დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კომუნიკაციის ყველა რესურსი ამოვწურეთ, გზაჯვარედინზე ერთი გზის არჩევა შეგვეძლო ლიცენზიის ჩამოსართმევად, თუმცა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ ამ გზით არ წავედით. არ შევლახეთ აქციონერთა ინტერესები, საკუთრების უფლებას არ შევეხეთ, ლიცენზია არ ჩამოვართვით, საწარმო არ გავაჩერეთ და სამუშაო ადგილები არ გავაუქმეთ. 11 ივნისამდე სპეციალური მმართველი სამოქმედო გეგმას წარმოგვიდგენს. პირველი, რასაც ის აკეთებს - საწარმოში ეკოლოგიის სამსახურს აღადგენს. ამ დონის მენეჯერების მოძიება ქვეყანაში არც თუ ისე ადვილია და კონსულტაციები გვქონდა. ახლა კონკრეტულ გაწერილ სამოქმედო გეგმას ველოდებით. სპეცმმართველი თვეში ერთხელ სამინისტროში ანგარიშს წარმოადგენს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით, მათ შორის, ვერც პოლიტიკურს.

-ელოდებით თუ არა სპეცმმართველისგან, რომ ჯარიმის გადახდის ნაწილში რაიმე გეგმას წარმოადგენს, თუ ალტერნატიულ წინადადებას განიხილავთ?

-რა თქმა უნდა, წინადადებებს ბევრ რამეზე ველოდებით და მათ შორის, ეს ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. გაბათილებას ნამდვილად არ ველოდები. ჩვენ შესაძლოა ერთად მოვიფიქროთ მოქნილი სისტემა და ოდენობებსა და მოცულობებზე შევთანხმდეთ. ამჟამად სამთომოპოვებული საქმიანობის დიდ რეფორმაზე ვმუშაობთ უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის, ამერიკელებთან ერთად. ცალკე ვმუშაობთ ზიანის ანაზღაურების მეთოდოლოგიაზე. გუშინ აქციონერებს ვუთხარი კიდეც, რომ საპარტნიოროდ და კონსტრუქციულად განწყობილები იყვნენ, ოღონდ ჩვენ ბალანსის მომხრეები ვართ, რადგან მდგრადი, მწვანე ეკონომიკა ბიზნესის განვითარებას ნიშნავს, მაგრამ არა გარემოს და ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეწარმეობა ამ სფეროს მეტ ყურადღებას დაუთმობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day