12 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საერთაშორისო კონკურსში "საკურა" (The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) უმაღლესი ჯილდოები - ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
„საკურას“ საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
სულ კონკურსში 37 ქვეყნის 4212 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. ქართული ღვინის ნიმუშები იაპონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიგზავნა.
გამარჯვებული ღვინოებია
ორმაგი ოქრო
ვაზიანი კომპანი - საფერავი 2015
ოქრო:
ბინეხი - საფერავი 2015
თელავის ღვინის მარანი - კონდოლი საფერავი 2014
თელავის ღვინის მარანი - სატრაპეზო საფერავი 2013
მილდიანი - ქინძმარაული 2014
ვაზიანი კომპანი - ქისი 2015
მეღვინეობა ხარება - საფერავი 2013
ვერცხლი:
თელავის ღვინის მარანი - მუკუზანი 2014
მილდიანი - საფერავი რეზერვი 2011
შუმი - საფერავი BIO 2014
მეღვინეობა ხარება - ქინძმარაული 2014
ბესინი - ბესინი პრემიუმი (წითელი) 2013
„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2017 წლის 7 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.