შუა აღმოსავლეთის 12-მა მსხვილმა ბიზნესმენმა და ინვესტორმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შეაჩერეს, - ამის შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელში ICC-ის ხელმძღვანელი ფადი ასლი წერს. მისი თქმით, ისინი აეროპორტის მესაზღვრეებმა დაამცირეს.
„ესაა პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც მსგავსმა მსხვილმა ინვესტორებმა მთავრობის მეთაურთან შეხვედრა გააუქმეს“, - წერს ასლი.
"უცხოელი მსხვილი ინვესტორები, საზღვარზე საათობით გააჩერეს და დაამცირეს, სანამ საქართველოში შემოუშვებდნენ"