Home
Category
TV Live Menu

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ "ვაკეს" ახალი ქარხანა წლის ბოლომდე ექნება

5899785a96500
სალომე მეცხვარიშვილი
07.02.17 12:00
1117
"ვაკის ხორცპროდუქტებს" ახალი ქარხანა წლის ბოლომდე ექნება. მას შემდეგ, რაც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად კომპანიის საწარმო სრულად განადგურდა, სოსისისა და ძეხვის მწარმოებელი კომპანია პროდუქციას ნაქირავებ ფართში აწარმოებს.

კომპანიას ახალი ქარხნისთვის 900 კვ. მ. ფართი სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გადაეცა. "ვაკეს" 3 მილიონ 755 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ზაფხულიდან მოყოლებული ამ დრომდე კომპანია ახალი ქარხნის პროექტზე მუშაობდა, სამშენებლო სამუშაოებს კი სავარაუდოდ, მარტში დაიწყებენ. ჩხაიძე ვარაუდობს, რომ ამ პროცესს 6 თვეზე მეტი არ დასჭირდება და ქარხანა მზად წლის ბოლომდე იქნება.

"ვაკეს" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ქარხნის ამუშავების შემდეგ ქარხნის წარმადობა 15-20 ტონა იქნება, გაფართოვდება ასორტიმენტი და კომპანიის საფირმო მაღაზიების რიცხვიც გაიზრდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day