Home
Category
TV Live Menu

135 წლის განმავლობაში პირველად, ბრიტანელებმა 24 საათი ქვანახშირისგან მიღებული ელექტროენერგიის გარეშე გაატარეს

58ff63610e38f
BM.GE
26.04.17 14:19
825
ბრიტანელებმა 24 საათი ქვანახშირისგან მიღებული ელექტროენერგიის გარეშე გაატარეს. ეს პირველი შემთხვევაა 135 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რაც ბრიტანელებმა ქვანახშირისგან ელექტროენერგიის მიღება დაიწყეს. მსგავსი ტიპის ნაბიჯების გადადგმას გაერთიანებული სამეფო მომავალშიც გეგმავს.

ოფიციალური უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანას ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია სურს.

„ბუნების მსოფლიო ფონდის“ ხელმძღვანელმა გარეტ-რედმონდ კინგმა განაცხადა, რომ ეს დღე იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მწვანე რევოლუციისკენ.
ქვეყანა ელექტროენერგიის ნახევარს გაზის მეშვეობით იღებს, 30%-ს განახლებადი ენერგიისგან და ბირთვული სადგურებიდან.

Subscribe to our news

Get the main news of the day