Home
Category
TV Live Menu

14 წლის ბიჭის გამოგონება 20 მილიონ ევროდ გაიყიდა

5737504c27045
BM.GE
14.05.16 20:18
1142
14 წლის სკოლის მოსწავლემ ამერიკიდან, საკუთარი იდეიის ყიდვაზე ერთ-ერთი მსხვილი ნაციონალური ჯანდაცვის კომპანიისგან 20 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო. გამოცემა Independent წერს რომ ტეილორ როსენტალის სტარტაპი სახელწოდებით RecMed სავაჭრო აპარატების გაყიდვით არის დაკავებული, რომლებიც მოიცავს პირველადი დახმარების მედიკამენტებს.

14 წლის ტეილორმა მოწყობილობით უკვე შეძლო 100 000 დოლარის გამომუშავება, მისი თითო აპარატი 5500 დოლარად იყიდება.

RecMed გასულ წელს დაფუძნდა. მისი შექმნის იდეა ტეილორს ახალგაზრდა მეწარმეობის კლასის ფარგლებში მოუვიდა. მისი მშობლები ექიმები არიან. რაც შეეხება აპარატს, ის იმავე ზომისაა, როგორიც საკვების აპარატები, მასში კი ყველა საჭირო მედიკამენტია, რომელიც პირველადი დახმარების გაწევისთვის არის საჭირო, მათ შორის მზისგან დამცავი კრემი, რეზინის ხელთათმანები, სტერილური ბინტი და სხვა. მათი ფასი კი 5 დოლარიდან 20 დოლარამდეა.

Subscribe to our news

Get the main news of the day