Home
Category
TV Live Menu
Loading data...

15-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

BM.GE
21.04.21 14:28
441
15-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. დარგთაშორისო პლატფორმის წარმომადგენელი და რესტორატორთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენს და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებს. მისივე თქმით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებთან თანამშრომლობის ინიციატივით თავად პრემიერი გამოვიდა და ბიზნესი ამ ინიციატივას ამ პრესკონფერენციით ეხმიანება. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნეს სექტორების ერთობლივი მიმართვა არ შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ სააღდგომო პერიოდში დაანონსებულ უქმე დღეებს, რადგან არანაირი წინაპირობა იმისა რომ რომ კერძო სექტორი ამ პერიოდში მუშაობას შეწყვეტს არ არსებობს. ფაქტია ბიზნესის ნაწილი დღეს წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგი არაა, თუმცა მთავრობას გადაწყვტილების მიღებისას კერძო სექტორის ჩართულობას სთხოვს.

სტუმარი: ერეკლე კოკაია - Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day