Home
Category
TV Live Menu

15 წლის განმავლობაში პირველად, კომპანია Apple-ს შემოსავლები შეუმცირდა

5813555d7b12b
BM.GE
28.10.16 17:38
1206
15 წლის განმავლობაში პირველად, კომპანია Apple-ს შემოსავლები შეუმცირდა. მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ამერიკულ კორპორაციას ყველა პროდუქტის გაყუდვები შეუმცირდა, შემოსავლები კი გასულ წელთან შედარებით 9%-ით შეუმცირდა.

როგორც კომპანიის ანგარიშშია გადმოცემული, iPhone-ის გაყიდვები უკვე მესამე კვარტალია ზედიზედ ეცემა, ხოლო კომპანიის შემოსავლები 2001 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. მანამდე 2013 წელს უმნიშვნელო, 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა.

კომპანიის 2016 წლის მოგებამ 215,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 233,7 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
წელს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას, ჩინეთის ბაზარმა არ გაუმართლა, რომელიც ადრე ზრდის ერთ-ერთ წყაროდ ითვლებოდა. ამონაგები ამ ბაზარზე მეოთხე კვარტალში 30%-ით შემცირდა. ზრდა იყო მხოლოდ იაპონიაში +10% და ევროპაში +3%. ასევე Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნა ამერიკულ ბაზარზეც შემცირებულია.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, უახლეს iPhone 7-ზე მაღალი მოთხოვნა, რაც ამ ფინანსურ მაჩვენებლებში არ მოხვედრილა.

Subscribe to our news

Get the main news of the day